Il Mattino, დღევანდელ ნომერში, „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს. იტალიური გაზეთი გვამცნობს იმ მოთხოვნის დეტალებს, რომელიც „კვარამ“ „პარტენოპეის“ ხელშეკრულების გახანგრძლივების სანაცვლოდ წაუყენა.
“კვარას, ხელფასის სახით, ყოველწლიურად, 6 მილიონი ევროს მიღება სურს. ამ თანხაში არ შედის ბონუსები და სპონსორებისგან მიღებული თანხა, რომლებიც ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ მთავარ ტალანტთან თანამშრომლობის დასაწყებად რიგში დგანან. ხვიჩას წარმომადგენლები აურელიო დე ლაურენტისს შეხვდებიან და ეს სავარაუდოდ, სატრანსფერო ფანჯრის დასრულების შემდეგ მოხდება. ძალების ჭიდილი? ჯერ ამის ნიშნები არ არსებობს“, – წერს იტალიური გაზეთი.
Post Views: 2,013