ნაპოლიმ საკუთარ მოედანზე ემპოლისთან სენსაციური მარცხი განიცადა (0:1).
იტალიის მოქმედი ჩემპიონი რამდენიმე დღე დაისვენებს, ვარჯიში კი ოთხშაბათიდან არასრული შემადგენლობით განახლდება, რადგან ფეხბურთელთა ნაწილი ეროვნულ ნაკრებებში არიან გამოძახებულები.
როგორც “გაძეტა დელო სპორტი” იტყობინება. აურელიო დე ლაურენტისმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო: ოთხშაბათიდან ნაპოლის ვარჯიშებს რუდი გარსია არ უხელმძღვანელებს, შესაბამისად, მას გაათავისუფლებს.
Post Views: 2,602