ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი საუდის არაბეთში გაემგზავრა.
გუნდი იტალიის თასის შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას და ეცდებიან მორიგი ტიტული მოიპოვონ.
ეს ტურნირი ახალი ფორმატით ჩატარდება – ოთხი გუნდი ითამაშებს ნახევარფინალში, გამარჯვებულები კი ფინალში ტიტულისთვის შეხვდებიან.
ნაპოლის პირველი მეტოქე 18 იანვარს ფიორენტინა იქნება.
კვარაცხელია ფიორენტინასთან ითამაშებს, რადგან მისი მიღებული ყვითელი ბარათი და დისვალიფიკაცია მხოლოდ იტალიის ჩემპიონატზე მოქმედებს და არა იტალიის თასზე.
ფიორენტინას და ნაპოლის გარდა იტალიის თასის დაუფლებას ინტერი და ლაციოც შეეცდებიან.
Post Views: 11,767