გაერთიანებული სამეფო უკრაინას დამატებით 300 მილიონი ფუნტის (375 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების დამატებით სამხედრო დახმარებას გაუწევს, – ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
ბრიტანეთმა უკრაინას, რუსეთის შეჭრის შემდეგ, 5000-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა და ხუთი საჰაერო თავდაცვის სისტემა, ასევე სხვა საბრძოლო მასალები და ასაფეთქებელი ნივთიერებები გაუგზავნა.
შეერთებულმა შტატებმა ქვეყანას ამ დრომდე 3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწია. გასულ კვირას პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარების დამტკიცების თხოვნით მიმართა.
Post Views: 2,553