„ხელოვნურად ზრდიდნენ სიკვდილიანობის სტატისტიკას. სიკვდილის ხარჯზე მონაწილეობდნენ კოვიდ ფინანსურ მაქინაციებში. ვპირდები 17 ათასი გარდაცვლილის ჭირისუფალს, რომ დამნაშავე ექიმები დაისჯებიან!” – “ემი ჯგუფის” თავმჯდომარის ხმაურიანი განცხადება

„ხელოვნურად ზრდიდნენ სიკვდილიანობის სტატისტიკას. სიკვდილის ხარჯზე მონაწილეობდნენ კოვიდ ფინანსურ მაქინაციებში. ვპირდები 17 ათასი გარდაცვლილის ჭირისუფალს, რომ დამნაშავე ექიმები დაისჯებიან!” – “ემი ჯგუფის” თავმჯდომარის ხმაურიანი განცხადება

კოვიდ-19-ის გავრცელების შემდეგ ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, ამ დაავადების შედეგად გარდაიცვალა 17 ათასზე მეტი ადამიანი, თუმცა საზოგადოებისთვის უცნობია, რამდენ გარდაცვლილზე ჩატარდა სათანადო სამედიცინო გამოკვლევა და დადგინდა სიკვდილის მიზეზი. „ექიმების, მიკრობიოლოგებისა და იურისტების ჯგუფის” (ემი ჯგუფის) თავმჯდომარემ ფატი კიპაროიძემ კოვიდ-კლინიკებიდან გარდაცვლილთა საქმეები გამოვითხოვა და თითქმის ყველგან ერთი სურათი აღმოაჩინა:

“ემი” ჯგუფი ორი წელია აქტიურად არის ჩაბმული კოვიდ-19-ის აფიორასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებში. კოვიდით გარდაცვალებულთა რიცხვი საგანგაშოა და ყურადღება მისაქცევი. ჩვენში თავიდანვე ეჭვს იწვევდა კლინიკებში მოთავსებული კოვიდ პაციენტების გარდაცვალების ფაქტები. სწორედ ამიტომ დავიწყეთ გარდაცვლილი ავადმყოფების კლინიკური ისტორიების შესწავლა. დღეს ჩვენს წარმოებაშია ბოკერიას სახელობის, ნიუ ვიჟენის, ალადაშვილის სახელობის, ბოჭორიშვილის სახელობისა და ყიფშიძის კლინიკებში, ასევე ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაცვლილ პაციენტთა საქმეები. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ყველა გარდაცვლილის ავადმყოფობის ისტორია ორი წვეთი წყალივით ჰგავს ერთმანეთს. თუ მივყვებით ქრონოლოგიას, ადვილად დავინახავთ, რომ პაციენტის სიკვდილი მჭიდრო კავშირშია სადაზღვევო თანხის ამოწურვასთან. მაგალითად, ნიუ ვიჟენის კლინიკაში გარდაცვლილი 4 პაციენტის საქმე აბსოლუტურად ერთნაირია. მათი სიცოცხლე შეწყდა რატომღაც 30-ე დღეს, ხოლო მკურნალობის მეთოდად გამოყენებულია მორფინი და პრომიდოლი, მცირე ხნით განტვირთვის მიზნით. წარმოვიდგინოთ, ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფ პაციენტს რამდენიმე საათიანი ინტერვალით უკეთდებოდა მორფინი სრულიად გაურკვეველი მიზეზით. საინტერესოა ერთი პაციენტის ავადმყოფობის ისტორიაც: 81 წლის ქალბატონს, ც. ბ.-ს, ჟვანიას კლინიკაში გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე აღმოაჩნდა სიფილისი. გარდა ამისა, თითქმის ყველა პაციენტის ისტორიაში დომინირებს ბაუმანის ბაქტერია. სიფილისით ადვილად დაავადდება ის პაციენტი, რომელსაც უდგამენ სხვის ნახმარ კათეტერს. კლინიკაში სიბინძურე და ანტისანიტარიაა. რაც შეეხება ბაუმანს, ეს არის პარაზიტი, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი სიხშირე საავადმყოფოებში. მექანიკური ვენტილაციით გადაცემა დადგენილია როგორც გადამდები დაავადებების მნიშვნელოვანი მიზეზი, განსაკუთრებით ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში. კლინიკებში იგი გადამდებია ძირითადად მედპერსონალის კონტაქტით, დაბინძურებული მასალების გამოყენებით. ასევე ჰაერით, მოკლე მანძილზე.

 პაციენტებს არასწორად უკეთდებოდათ ანტიბიოტიკოთერაპია კლინიკური ინფექციების მიმართ, რომელიც ჩვენს მიერ შესწავლილ პაციენტებს უფიქსირდებოდათ, რაც იწვევდა შესაბამისად პაციენტების მდგომარეობის დამძიმებას და კლინიკაში მსუბუქი ფორმით შესული პაციენტი თანდათან მძიმდებოდა. შედეგად კი ეს იწვევდა ლეტალობას. ამიტომ იყო საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ კლინიკაში შესული ვერცერთი პაციენტი ვერ გადარჩებოდა, სახლში მკურნალობის შემთხვევაში კი, ყველა ავადმყოფი გამოჯანმრთელდებოდა. ამ ეტაპზე ჩვენ ვაწარმოებთ ოცამდე საქმეს. ბევრი მათგანი შესწავლილია და საქმეა აღძრული. დანიშნულია სასამართლო. მიმდინარეობს სამედიცინო ექსპერტიზები, დაწყებულია გამოძიება.

არსებობს კლინიკები, რომლებსაც ავადმყოფობის ისტორიის გაცემის არანაირი სურვილი არ გააჩნიათ და უამრავ მიზეზს იგონებენ უარის სათქმელად. ერთ-ერთი ასეთი კლინიკაა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა. გვერდს ვერ ავუვლი ასევე ბოკერიას სახელობის კლინიკას, სადაც კოვიდით გარდაცვლილთა ბევრი შემთხვევაა დაფიქსირებული. ეს იყო სასაკლაო, საიდანაც ცოცხალი კოვიდპაციენტი თითქმის არ გამოსულა. საერთო დამახასიათებელი ნიშანი მართლაც საინტერესოა. შედიან ფილტვების დაზიანების დაბალი 4-6-7-8 ქულით, ხოლო რამდენიმე დღეში აღნიშნული ქულები რეაქტიული სიჩქარით 20-ს სცდება. ეს არის კლინიკებში მკურნალობის შედეგი. ჩვენ უკვე მივმართეთ საქართველოს გენერალურ პროკურორს ტიკარაძისა და გამყრელიძის განცხადებებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თაობაზე და ველოდებით პასუხს. არ შეიძლება დაუსჯელი დარჩეს რომელიმე ექიმი და თანამდებობის პირი, ვინც მიზანმიმართულად მოკლა 17 ათასი საქართველოს მოქალაქე ანტისანიტარიით, სიბინძურით, გულგრილობითა და უყურადღებობით. ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც ოჯახის წევრებს უმალავდნენ, პაციენტი გარდაცვლილი იყო თუ ცოცხალი. ერთ-ერთ ჰოსპიტალში იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც 3 დღე ეძებდნენ ოჯახის წევრს. ჩვენი აქტიური ჩარევის შემდგ აღმოაჩინეს რეანიმაციაში, თუმცა სამჯერ ჩაუტარეს ტესტირება და არცერთხელ კოვიდი არ დაუდასტურდა! პაციენტის გარდაცვალების შემდეგ ოჯახი არჩევანის წინაშე დააყენეს. ან 32 ათასი ლარი უნდა გადაეხადათ მკურნალობის ხარჯი ან გარდაცვალების მიზეზად კოვიდს ჩაუწერდნენ. ასეთი ექიმები არიან თეთრხალათიანი ჯალათები.

დღეს თავს შევიკავებ გარდაცვლილი პაციენტების ვინაობის გამჟღავნებისგან. მათ შორის ბევრი ცნობილი სახეა. გარდაცვალების საქმეებზე გამოძიება უკვე დაწყებულია. თუმცა გეტყვით, რომ ყოველ დღე იზრდება მოქალაქეთა განცხადებები. ჭირისუფალს სურს სამართლიანობის აღდგენა. ყოველი მათგანი თავს მოტყუებულად თვლის, რადგან მათი ოჯახის წევრების გარდაცვალების ნამდვილი მიზეზიც კი არ იციან. საავადმყოფოები გახდა ციხესავით ჩაკეტილი სისტემა. მიუხედავად იმისა, რომ ექიმებმა იციან, რასთან აქვთ საქმე, ისინი მაინც აგრძელებენ ჯანმოს მიერ მოწოდებული გაიდლაინებით მკურნალობას. ისინი ხელოვნურად ზრდიდნენ სიკვდილიანობის სტატისტიკას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან კი იღებდნენ საკმაოდ სოლიდურ ფინანსებს და სიკვდილის ხარჯზე აქტიურად მონაწილეობდნენ კოვიდ ფინანსურ მაქინაციებში. სწორედ ბევრმა ასეთმა ექიმმა ბოლო ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა ფინანსური მდგომარეობა სამედიცინო თაღლითობით. ეს სამწუხარო რეალობაა”, – განუცხადა “ალიას” ემი ჯგუფის თავმჯდომარემ ფატი კიპაროიძემ.

წყარო: ალია

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *