“ნაპოლიდან მოვფრინავდი… ჩემთან ერთად ორი რუსი წყვილი მგზავრობდა… უყურებენ ომის კადრებს და ამბობენ… არ ვიცი რა დამემართა… არ ვიცი , როგორ ამომხდა ისეთი ხმა… მთელი ტანი მიცახცახებდა სიბრაზისგან…”

“ნაპოლიდან მოვფრინავდი… ჩემთან ერთად ორი რუსი წყვილი მგზავრობდა… უყურებენ ომის კადრებს და ამბობენ… არ ვიცი რა დამემართა… არ ვიცი , როგორ ამომხდა ისეთი ხმა… მთელი ტანი მიცახცახებდა სიბრაზისგან…”

სოციალურ ქსელში მომხმარებელი მირანდა თოდუა ვრცელ პოსტს აქვეყნებს თუ როგორ ქილიკობდნენ რუსი ტურისტები თვითმბრინავში უკრაინაში მიმდინარე ომის კადრებზე და როგორ ამბობდნენ, რომ უარესის ღირსები არიან უკრაინელები… როგორც ის ყვება ამ სიტყვების გაგებისას მირანდამ თავი ვეღარ შეიკავა და ხმამაღლა ყვირილი დაიწყო. “დღეს ნაპოლიდან მოვფრინავდი ნიცაში….
ჩემთან ერთად
ორი რუსი წყვილი მგზავრობდა… ალბათ , 30 წლისები იქნებოდნენ… ჯერ ჩემოდნების ჩაბარების დროს მიიქციეს ჩემი ყურადღება.. გადამასწრეს ისე , რომ არ ითხოვეს ნებართვა და არ მომიბოდიშეს… ძალიან მშვიდად შევაჩერე და ავუხსენი , რომ ჩემი რიგი იყო…
ნუ ,,შემამკეს” მესმოდა , მაგრამ მე იტალიურად განვაგრძობდი მშვიდ საუბარს… როგორც იქნა აბზიკეს ცხვირები და დადგნენ ჩემს უკან….
იტალიელმა გადმომჩურჩულა ამათ მსოფლიო თავისი ჰგონიათო… ? ( და თან ნაპოლიტანურად შეუკურთხა… სახის გამომეტყველებაზე მივხვდი..)
ჩავსხედით თვითმფრინავში…
მესმის მათი საუბარი.. უყურებენ ომის კადრებს…

  • იმ იშო ნე პაპალო კაკ ნადა.. ნადა ბოლეე ჟოსტკაა… ნადა უნიჩტოჟით ეტიხ ხახლოф…-
    ეს სიტყვები ხმამაღლა და გაწელილად წამოიწიკვინა ერთ- ერთმა და რა თქმა უნდა, სამივემ აიტაცა ოვაციებით…. მორთეს ხორხოცი…
    არ ვიცი რა დამემართა… არ ვიცი , როგორ ამომხდა ისეთი ხმა…
    ჯერ რუსულად დავუწყე ყვირილი, თავს ვერანაირად ვეღარ გავუწიე ვერანაირი კონტროლი…. მთელი ტანი მიცახცახებდა სიბრაზისგან…
    მერე მომინდა ყველასთვის გამეგებინებინა ჩემი სკანდალის მიზეზი…ყველა სიტყვა, რომელიც ერთმანეთში ილაპარაკეს ჯერ იტალიელებს ვუთარგმნე, მერე ფრანგებს, ინგლისელებს…. ტელეფონში ჩავრთე ხერსონის კადრები…
    ყველას სათითაოდ ცხვირწინ მივუტანეე…
  • მეთქი ჩემს მიწასაც ეპოტინებიან…
    მშვიდი ცხოვრების უფლებას არ გვაძლევენ!!! თქვე ველურებო.. რათ გინდათ ამდენი მიწა..
    მე ქართველი ვარ და არ მინდა ომი.. მგრამ არ მოგცემთ ჩემს მიწას – მეთქი……
    მერე არ ვიცი რა დამემართა, ალბათ დავიღალე და ტირილი წამსკდა.. ისე ვქვითინებდი ხელებში თავჩარგული და სიბრაზისაგან კბილებს ვაჭრიალებდი…
    სულ თუ ჩამხსნიდნენ რეისიდან აღარ მადარდებდა…
    პირველები იტალიელები აიშალნენ.. მართლა ასე ფიქრობთო… ? ვასიები გამოიჯგიმნენ კიო…
    იქ იტალიელებმა ( ნაპოლელებმა) ისეთი ,,წაუშინეს”…. გაასწორეს მიწასთან… ვაფანკულო.. წადით თქვენს ქვეყანაში… ტურისტებადაც აღარ გვინდიხართო… არ გვინდა არც თქვენი ფულებიო.. იქ შეითხარეთო…
    ფრანგები და ინგლისელები უფრო
    ,, მოგუდულად” , მაგრამ მაინც აყვნენ, ჩვეული სიდარბაისლით გადარეულ იტალიელებს და თვითმფრინავის დატოვება მოსთხოვეს ოთხივეს…
    დაახლოებით, ოცი წუთი გაგრძელდა ეს ალიაქოთი…
    ბოლოს, შეუცვალეს ადგილები და გადაუძახეს თვითმფრინავის კუდისკენ ,, ფერწასულ” ინდაურებს… და ხმის ამოღება ,, აუკრძალეს”…
    თითქმის ოცი წელია ევროპაში ვცხოვრობ და მე მსგავსი , მართლა არაფერი მინახავს…
    წესით და კანონით მე ვიყავი დამნაშავე და დებოშის მომწყობი.. მეგონა, ავიაკომპანია გაფრთხილების ბარათს მომცემდა… ან სიტყვიერ შენიშნვას…
    მაგრამ , ნურას უკაცრავად…
    თვითმფრინავიდან გამოსვლისას
    გადამეხვია სამივე ბორტამცილებელი და მითხრეს , რომ ყველფერი იქნებოდა კარგად…
    მეც მინდა მჯეროდეს!!!!
    ყველაფერი იქნება კარგად!!!!!!!
    5 მარტი. 2022 წელი
    საფრანგეთი”

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *