15 აქამდე უცნობი ფაქტი კვარაცხელიას შესახებ – Goal.com კვარას შესახებ წერს

15 აქამდე უცნობი ფაქტი კვარაცხელიას შესახებ – Goal.com კვარას შესახებ წერს

პრესტიჟული უცოხური გამოცემა Goal.com ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ 15 აქამდე უცნობ ფაქტს აქვეყნებს.

“კვარადონა” – ეს სახელი მას ნაპოლიში გულშემატკივრებმა დაარქვეს და ამით ხვიჩა დიეგო მარადონას შეადარეს.

ხვიჩას საყვარელი სიმღერა “Live is Life” არის.

კვარაცხელია მამის გზას გაჰყვა. ბადრი კვარაცხელია ყოფილი ფეხბურთელია.

კვარა, რომელიც სტილით მესის უფრო ჰგავს, კრიშტიანუ რონალდუს გულშემატკივრობს.

კვარა მადრიდის რეალის გულშემატკივარია

მისი სახელისა და გვარის წარმოთქმა უცხოეთში უჭირთ, ამიტომაც გუნდში და ზოგადად, იტალიაში ყველა მას შემოკლებით კვარას ეძახის.

ხვიჩას ბავშვობის საყვარელი ფეხბურთელი მადრიდის რეალის ყოფილი მოთამაშე გუტია.

სხვადასხვა იტალიური თუ ინგლისური გუნდები აქტიურად ცდილობდნენ გასულ ზაფხულს ხვიჩას შეძენას, მაგრამ ნაპოლის ბოსმა ქართველი ტალანტი არავის დაუთმო. იყო დიდი შანსი, რომ ხვიჩას იუვენტუსში ეთამაშა.

თითქმის ტოტენჰემში.. – კვარას სულ ცოტა დააკლდა გასულ ზაფხულს ტოტენჰემში რომ ეასპარეზა. ინგლისურ გუნდს ბოლო საათებში გამოსტაცა ნაპოლიმ ეს ბიჭი.

ჩუმი მკლველი – კვარაცხელია გაწონასწორებული და ჩუმი მოთამაშეა, რომელიც მოედანზე ჩუმად და წყნარად ანადგურებს მეტოქეების მცველებს.

კვარა არის პირველი ფეხბურთელი ნაპოლის ისტორიაში, რომელმაც იტალიის ჩემპიონატის საწყის 2 შეხვედრაში 3 გოლის გატანა შეძლო.

ხვიჩა გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც სერია ა-ს სადებიუტო სეზონში 10 + გოლი და 10 + საგოლე გადაცემა შეასრულა.

ფეხბურთის გარდა ხვიჩას უყვარს ჩოგბურთის და კალათბურთის თამაში. კვარა ხშირად აქვეყნებს საკუთარ გვერდზე თუ როგორ თამაშობს სხვადასხვა სპორტის სახეობებს.

მისი საცოლე – მიუხედავად იმისა რომ ნიცას და ხვიჩას ხშირად უწევდათ ერთმანეთისგან შორს ყოფნა, ბოლო პერიოდში გადაწყვიტეს ნეაპოლში ერთად ცხოვრება. ნიცა არის ადამიანი რომელიც ხვიჩას ძალიან ეხმარება.

სამიზნე – კვარას ფანტატსიკური სეზონის შემდეგ, ქართველის ყიდვა მადრიდის რეალს და მანჩესტერ სიტის სურს. მიუხედავად მცდელობებისა, ნაპოლის ბოსი აურელიო დე ლაურენტისი კვარას გაყიდვას არ აპირებს.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *