„გადავწყვიტე თუ არა, იმ დღესვე გადავიპარსე…“ – ქეთი ხუციშვილმა იმიჯი რადიკალურად შეიცვალა

„გადავწყვიტე თუ არა, იმ დღესვე გადავიპარსე…“ – ქეთი ხუციშვილმა იმიჯი რადიკალურად შეიცვალა

ქეთი ხუციშვილს საზოგადოება სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ იცნობს, სადაც ქეთი ლუნას როლს ასრულებს.

ცოტა ხნის წინ მსახიობი საზოგადოების წინაშე ახალი იმიჯით წარდგა, მიზეზი კი ჟურნალ „გზასთან“ საუბრისას განმარტა:

„კორონავირუსის შტამი “ომიკრონი” მსუბუქად გადავიტანე. შემდეგ შევიტყვე, რომ თმის ცვენას იწვევდა. საერთოდ, ვის შესახებაც ვიცი, რომ კოვიდი შეხვდა, ყველას თმა გასცვივდა. თმა მეც ძალიან შემითხელდა. ნერვები არ მეყო, რომ სამკურნალო ნიღბები შემეზილა. რაკი ვიცოდი, რომ გადაპარსვა მაგრად შველოდა, ამ მეთოდს მივმართე. საერთოდ, რადიკალურ გადაწყვეტილებებს წამიერად ვიღებ – დაფიქრება არ მჩვევია. გადავწყვიტე თუ არა, იმ დღესვე გადავიპარსე. თან, არც მიფიქრია, როგორი თავის ფორმა მქონდა, მომიხდებოდა თუ არა… ერი და ბერი განცვიფრდა, უი, რა კარგია, როგორ გიხდებაო. ჩემი თავის ფორმას მერე დავაკვირდი. მეუბნებიან, ქუდიც არ დაიხურო, ისე იარეო“, – ამბობს ქეთი.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *