საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ტროტუარზე სამ ადამიანს შეასკდა, არის მსხვერპლი – უმძიმესი კადრები

საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ტროტუარზე სამ ადამიანს შეასკდა, არის მსხვერპლი – უმძიმესი კადრები

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – მძღოლმა, რომელიც სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ტროტუარზე მდგომ სამ ადამიანს დაეჯახა.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.
წყარო: მთავარი

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.