მომღერალი სოფო ნიჟარაძე “მთავარი არხის” დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას დაბადების დღეს ულოცავს და წერს, რომ ძალიან აკლია.
„ჩემს საყვარელ მეგობარს, ყველაზე ერთგულ, პრინციპულ და მებრძოლ ნიკას ვულოცავ დაბადების დღეს ❤️❤️❤️
მინდა გამარჯვებულს ვხედავდე, თავისუფლებაზე, მისი დიდი მიზნების მიღწევას ვუსურვებ, ახლა ყველაზე მთავარი ესაა 🥰🥰🥰
მიყვარხარ და მაკლიხარ ნიკა“, – წერს სოფო ნიჟარაძე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით მიუსაჯა პატიმრობა. განაჩენი 16 მაისს გამოცხადდა. გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.
Post Views: 5,370