„როცა პატარას გავაჩენ, მერე ალბათ საუკუნე დამჭირდება, ფორმაში რომ ჩავდგე და სასურველ შედეგს მივაღწიო, შემდეგ კი ნანატრ პლასტიკურ ოპერაციას გავიკეთებ“ – როგორ გამოიყურება ამჟამად ნანუკა გულუა, რომელიც დღე-დღეზე ბავშვს ელოდება

„როცა პატარას გავაჩენ, მერე ალბათ საუკუნე დამჭირდება, ფორმაში რომ ჩავდგე და სასურველ შედეგს მივაღწიო, შემდეგ კი ნანატრ პლასტიკურ ოპერაციას გავიკეთებ“ – როგორ გამოიყურება ამჟამად ნანუკა გულუა, რომელიც დღე-დღეზე ბავშვს ელოდება

ნანუკა გულუა ფეხმძიმედაა. მსახიობი და მისი მეუღლე პირველ შვილს ელოდებიან.

ნანუკა ჟურნალ „გზასთან“ გემოვნების თემაზე დასმულ კითხვებს პასუხობს პლასტიკური ოპერაციების შესახებ და აღნიშნავს:

„მე თვითონ არაფერი მაქვს გაკეთებული, მაგრამ სიამოვნებით გავიკეთებდი წვივების გამოჭრა-გამოგლეჯას (იცინის), მაგრამ ჯერჯერობით ამ სახის პლასტიკური ოპერაცია არ კეთდება. მთელი ცხოვრებაა ვდიეტობ და იმ შედეგამდე ვერ მივედი, თხელ წვივებზე რომ დაქიქინობენ, ასეთი გოგო ვერ გავხდი… ყველა მეუბნებოდა, რას იგონებ, რაში გჭირდებაო?! – მაგრამ სწორედ მაგას ვამბობ: შენ რომ გგონია, გასაკეთებელი გაქვს და ცვლილება გაგაბედნიერებს, აუცილებლად უნდა გაიკეთო. ახლა ერთ-ერთმა არაჩვეულებრივმა ქართველმა სპეციალისტმა დამაიმედა, გავაკეთებო… როცა პატარას გავაჩენ, მერე ალბათ საუკუნე დამჭირდება, ფორმაში რომ ჩავდგე და სასურველ შედეგს მივაღწიო, შემდეგ კი ნანატრ პლასტიკურ ოპერაციას გავიკეთებ…“

როგორც ნანუკა სოციალურ ქსელში წერს, მისთვის ძალიან ემოციურია იმ შეგრძნებასთან მიახლოება, რასაც დედობა ჰქვია.

„ძალიან ემოციურია იმ საოცარ შეგრძნებასთან მიახლოება რასაც დედობა ჰქვია… არანორმალურად ბედნიერი ვარ! მიმამ ჩემი მოლოდინი ასმაგად და ათასმაგად გააფერადა! მიხარია რომ არჩევანი თქვენზე შევაჩერე!“, – წერს ნანუკა გულუა.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *