მარგარიტა სიმონიანი ისტერიკაშია და შეშინებულია – ნახეთ რა გააკეთა დუგინის შვილის მკვლელობის შემდეგ და როგორ გადაადგილდება ქუჩებში

მარგარიტა სიმონიანი ისტერიკაშია და შეშინებულია – ნახეთ რა გააკეთა დუგინის შვილის მკვლელობის შემდეგ და როგორ გადაადგილდება ქუჩებში

რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი, “რუსული სამყაროს” მთავარი იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის გარდაცვალების გამო ისტერიკაშია და დაცვა დაიქირავა. ამის შესახებ “უნიანი” წერს.

გამოცემა ქრონოლოგიურად გვიყვება სიმონიანის რეაქციას მომხდარზე.

რუსმა პროპაგანდისტმა დუგინის ქალიშვილი სიკვდილის გამო, ნამდვილი ისტერიკა მოაწყო. თავიდან როცა სიმონიანმა დუგინის ქალიშვილის დარია დუგინას სიკვდილის შესახებ შეიტყო, წერდა რომ მას ‘სიტყვები არ აქვს. შემდეგ ითხოვდა, რუსეთის ფედერაციას კიევის გადაწყვეტილების მიღების ცენტრზე დარტყმა განეხორციელებინა. სიმონიანი იმედოვნებდა რომ დილით, საინფორმაციო გამოშვებაში ის აფეთქებული კიევის შესახებ ნახავდა ნიუსებს. დილით როცა პროპაგანდისტი მიხვდა, რომ მისი ვედრება არავინ გაიგო, მან აღიარა, რომ ეშინია.

როგორც გამოცემა წერს, “მამაცი” პროპაგანდისტი, რომელსაც ძალიან უყვარს უკრაინისთვის დამუქრება, დაცვა დაიქირავა. უკვე რამდენიმე თვეებია სიმონიანს ეშინია ქუჩებში მარტო გადაადგილება. ის და მისი დაცვის წევრები, იმდენად დაშინებულები არიან რომ საბავშვო სათამაშოებსაც კი უფრთხიან. ცოტა ხნის წინ მისმა დაცვის წევრებმა საბავშვო ბურთი სიმონიანისთვის სახიფათოდ ჩათვალეს. მაშინ სიმონიანი ფიქრობდა, რომ ეს სასაცილო იყო, მაგრამ ახლა უკვე პროპაგანდისტს ხუმრობისთვის აღარ სცხელა.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *