ვებგვერდები, რომლის საშუალებითაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი სხვადასხვა ფილმებს უყურებდა გათიშულია. „საიტი რეკონსტრუქციის პროცესშია“ – საიტზე შესვლისას კი ეს წარწერა დაგხვდებათ.
ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ Facebook-მა და instagram-მა ჰოლივუდის კინოსტუდიების – “დისნეი”, “პარამაუნტი”, “ვორნერი”, “უნივერსალი”, “სონი, “ნეტფლიქსი” – გაერთიანება MPA (Motion Picture Association)-ის მიმართვის საფუძველზე ქართულ პირატულ საიტებს (adjaranet.com, iMovies.cc, croconet.com, qartulad.com srulad.com geosaitebi.ge, hoovies.net, movies.ge), რომლებიც წლების განმავლობაში უკანონოდ, ინტელექტუალური საკუთრების სრული უგულებელყოფით ავრცელებდნენ და არეკლამებდნენ მოპარულ ფილმებს და სერიალებს, “ფეისბუქ” და “ინსტაგრამ” პლატფორმებზე გვერდები წაუშალა.
მაშინ საქართველოს ანტიმეკობრეული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ბეჟაშვილი აცხადებდა, რომ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის პროცესი კიდევ უფრო მასშტაბურ ფორმას მიიღებდა. მოსალოდნელი იყო, რომ google-ის საძიებო სისტემა და google-ის სხვა ინფრასტრუქტურა, პირატულ საიტებს შეზღუდავდა.
ნორმატიული აქტი, რომელიც პირატული პროდუქციის გავრცელებას კრძალავს, მარეგურილებელმა კომისიამ მიიღო და გუშინ შევიდა ძალაში. საიტების წარმომაგდენელი ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს… საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის გიგა კობალაძის განცხადებით საიტებს ორი გზა აქვთ, ან ლეგალურად შეიძინონ ფილმები და სერიალები, რომელსაც საიტებზე ათავსებენ, ან გააუქმონ ვებგვერდები.
წყარო: bpn.ge