“ეს რა დილა გათენდა! შერონ სტოუნმა..” – ნახეთ რა სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს ალექსანდრე ზაზარაშვილი

“ეს რა დილა გათენდა! შერონ სტოუნმა..” – ნახეთ რა სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს ალექსანდრე ზაზარაშვილი

მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი, სოციალურ ქსელში სასიხარულო ამბავს აზიარებს.

როგორც მისი პოსტიდან ირკვევა, მისი ვიდეო, ჰოლივუდის ვარსკვლავმა შერონ სტოუნმა „ინსტაგრამ“ სთორიში დადო.

„ეს რა დილა გათენდა!!!

დილით მწერს უკრაინული ვოისის მთავარი პროდიუსერი ამ უმაგრესი ამბით, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავმა შერონ სტოუნმა ჩემი ვიდეო გააზიარა!!!

არ მჯერა!!!!!!!!!!!!, – წერს ალექსანდრე ზაზარაშვილი სოციალურ ქსელში.

ალექსანდრე ზაზარაშვილი არაერთი ქართული თუ საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.