“ნიკას პატიმრობის მიუხედავად დაიკიდეთ და გადახვედით … ეგ უფრო მთავარია ვიდრე სად გადახვედით..” – ნახეთ როგორ ეხმაურება თამუნა ლეკვეიშვილი ამ კომენტარს

“ნიკას პატიმრობის მიუხედავად დაიკიდეთ და გადახვედით … ეგ უფრო მთავარია ვიდრე სად გადახვედით..” – ნახეთ როგორ ეხმაურება თამუნა ლეკვეიშვილი ამ კომენტარს

შო­უ­მე­ნი ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი “მთა­ვა­რი არ­ხის” გან­ცხა­დე­ბას ეხ­მი­ა­ნე­ბა და აღ­ნიშ­ნავს, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მიერ მას­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სი­არ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

“გა­ვე­ცა­ნი ‘’მთა­ვა­რი არ­ხის’’ გან­ცხა­დე­ბას ჩვე­ნი გუნ­დის წას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მინ­და გი­თხრათ, რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს. ჩემი პრინ­ცი­პე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვფიქ­რობ­დი, რომ არ იქ­ნე­ბო­და კარ­გი შიდა ამ­ბე­ბის გა­რეთ გა­მომ­ზე­უ­რე­ბა, უბ­რა­ლოდ ახლა ვთვლით, რომ ეს არის ჩვე­ნი გუნ­დის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის მცდე­ლო­ბა. სი­მარ­თლე ის არის, რომ ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სის გამო არხზე ჩვე­ნი გა­და­ცე­მე­ბი მარ­თლა და­ი­ხუ­რა (“ვა­ნოს შოუ”, “ახა­ლი შა­ბა­თის შოუ” , “მთა­ვა­რი ბი­ჭე­ბი”, ‘’მთა­ვა­რი გო­გო­ე­ბი’’) და არხზე დარ­ჩა ისე­თი გა­და­ცე­მე­ბი, რომ­ლებ­საც სპონ­სო­რე­ბი ჰყავ­დათ. სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­მუ­შა­ვეთ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, უხელ­ფა­სოდ და ერთი წა­მი­თაც არ გაგ­ვი­ჩე­რე­ბია ეთე­რი. ჩემი გუნ­დის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ჩაც­ვივ­დნენ მძი­მე ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, და­ვა­ლი­ა­ნე­ბა დღემ­დე და­ვა­ლი­ა­ნე­ბად დარ­ჩა, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ არხზე დარ­ჩე­ნი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად იღე­ბენ ანა­ზღა­უ­რე­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა “მთა­ვა­რი არ­ხის” შე­მო­თა­ვა­ზე­ბას, არ­ხმა შე­მოგ­ვთა­ვა­ზა შემ­დე­გი: მხო­ლოდ დარ­ჩენს ‘’ვა­ნოს შოუ’’, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი გა­და­ცე­მე­ბი და­ი­ხუ­როს. ეს ნიშ­ნავ­და იმას, რომ გუნ­დის 70% სახ­ლში უნდა გაგ­ვეშ­ვა, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მთე­ლი ჩვე­ნი არ­სე­ბო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გვერ­დში გვედგნენ და ბო­ლომ­დე მოგ­ვყვე­ბოდ­ნენ. ეს ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც არც ერთი წა­მით არ იხევ­დნენ უკან, როცა არხს გა­სა­ჭი­რი ქონ­და. რა თქმა უნდა, ჩვენ­მა გუნ­დმა ერ­თი­ა­ნო­ბა ამ­ჯო­ბი­ნა და ამი­ტომ დავ­თან­ხმდით ისეთ შე­მო­თა­ვა­ზე­ბას, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემ­და გუნ­დი მაქ­სი­მა­ლუ­რად შეგ­ვე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა. ‘’მთა­ვა­რი არ­ხის’’ მხრი­დან ამ ტი­პის გან­ცხა­დე­ბა და ჩვენ­თვის ზი­ა­ნის მო­ყე­ნე­ბის მცდე­ლო­ბა, არის პირ­და­პირ გე­ტყვით სრუ­ლი უნა­მუ­სო­ბა და ბო­რო­ტე­ბა. მივ­მარ­თავ ზემ­ოთხსე­ნე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის ავ­ტორს: უკად­რე­ბელს ნუ კად­რუ­ლობ ‘’მე­გო­ბა­რო’’ ერ­თგუ­ლე­ბა­ზე კრი­ტი­კას ვერ მი­ვი­ღებთ,რად­გან ვთვლით, რომ ერ­თგუ­ლე­ბა უნდა იყოს ორ­მხრი­ვი და არა ცალ­მხრი­ვი.” – წერს ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მა “ვა­ნოს შოუ” ახა­ლი სა­ტე­ლე­ვი­ო­ზიო სე­ზო­ნი­დან “ტვ პირ­ვე­ლის” ეთერ­ში გავა. “მთა­ვა­რი არ­ხის” გან­ცხა­დე­ბით, “ვა­ნოს შოუს” გუნდ აღ­მოჩ­ნდა ერ­თა­დერ­თი, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ არ­ხის წი­ნა­შე შექ­მნი­ლი ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო ახალ რე­ა­ლო­ბას ვერ მო­ერ­გე­ბო­და და და­ტო­ვა ტე­ლე­კომ­პა­ნია.

“მთავარი არხის” დატოვებას სოციალურ ქსელებში უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, რამდენიმე კომენტარი თამუნა ლეკვეიშვილმა უპასუხოდ არ დატოვა.

“ნიკას პატიმრობის მიუხედავად დაიკიდეთ და გადახვედით … ეგ უფრი მთავარია ვიდრე სად გადახვედით 🙂 დაანგრევთ აწი რეიტინგებს 😄😄😄”

თამუნა – “დავდებ ხოლმე რეიტინგებს😉”

“არ უნდა გადასულიყავით!!!!ნიკა რომ გარეთ იყოს ყველაფერს გააკეთებდა და არ გაჩერდებოდით….მაშინ ხომ არ გადახვიდოდით?”

თამუნა – “ნიკა რომ გარეთ ყოფილიყო, ჩვენ ამ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით”

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.