ქუთაისელი ექიმი ეკა რობაქიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნაზარიშვილის სახელობის კლინიკა ავრცელებს.
,,შპს ქუთაისის დ. ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ეკა რობაქიძის გარდაცვალების გამო. ქართულმა სამედიცინო საზოგადოებამ გამორჩეული ადამიანი, ექიმი და მოქალაქე დაკარგა… ძნელია საუბარი დღეს ეკაზე, როგორც ამ ქვეყნიდან უკვე წასულ ადამიანზე… ის იყო ღირსეული, პროფესიონალი, ოჯახზე უზომოდ შეყვარებული, მეგობრებისთვის თავდადებული ადამიანი, რომელიც ყოველთვის მზად იყო ყურადღებისა და თანადგომისათვის. კლინიკის თანამშრომლების სახელით ვუთანაგრძნობთ ოჯახს, მის მეგობრებსა და ქალაქის საზოგადოებას,” – წერია კლინიკის განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, ექიმი სიმსივნეს ებრძოდა.
Post Views: 2,236