“სამწუხაროდ, ახლა ასეთი საშინელება მოხდა…” როგორ დასაჯა რუსეთმა ვალერი მელაძე

“სამწუხაროდ, ახლა ასეთი საშინელება მოხდა…” როგორ დასაჯა რუსეთმა ვალერი მელაძე

ვალერი მელაძე რუსეთმა შავ სიაში შეიყვანა და ყველანაირ საინფორმაციო საშუალებას ჩამოაშორა.

– მეშ­ვი­დე თვეა, ომი მი­დის. რო­გორ ცხოვ­რობს რუ­სე­თი, რო­გორ არი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი, მო­სახ­ლე­ო­ბა, რას ფიქ­რო­ბენ და ერ­თმა­ნეთ­ში რაზე ლა­პა­რა­კო­ბენ?

– ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­კვე­ულ ჯგუფს დამ­ცა­ვი რე­აქ­ცია ერ­თვე­ბა. ბევ­რიც თით­ქოს ვერც ამ­ჩნევს, რაც ხდე­ბა ჩვენს თავს. თავი ისე მო­აქვთ, თით­ქოს ეს მათ არ ეხე­ბათ. ალ­ბათ ფიქ­რო­ბენ, რომ უკ­რა­ი­ნა­ში არ ჰყავთ ნაც­ნო­ბე­ბი, მე­გობ­რე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი… და თუ აღელ­ვებთ, ურ­ჩევ­ნი­ათ პი­რად პრობ­ლე­მებ­ზე უფრო იფიქ­რონ, ყუ­რა­დღე­ბა ამა­ზე გა­და­ი­ტა­ნონ.

– რო­გორ ფიქ­რობთ, რამ­დე­ნი პრო­ცენ­ტია ქვე­ყა­ნა­ში ასე­თი მო­სახ­ლე­ო­ბის?

– ამის გან­სჯა, სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, არ შე­მიძ­ლია, ბევ­რს ამ თე­მა­ზე არ სურს ლა­პა­რა­კი და არც ლა­პა­რა­კობს…

– მას მერე, რაც ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით თქვე­ნი პო­ზი­ცია და­ა­ფიქ­სი­რეთ, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ რუ­სეთ­ში თქვე­ნი შე­ვიწ­რო­ე­ბა და­ი­წყო...

– კი, მე მოვ­ხვდი შავ სი­ა­ში... ჩა­მო­მა­ცი­ლეს ყვე­ლა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბას – რა­დი­ო­ებს, ტე­ლე­ვი­ზი­ებს, პრე­სას. აკ­რძა­ლუ­ლი მაქვს რუ­სეთ­ში სოლო კონ­ცერ­ტე­ბის გა­მარ­თვა.

– და რას გრძნობთ ამ დროს?

– მე მშვი­დად ვარ. ჩემი სინ­დი­სი სუფ­თაა… მი­მაჩ­ნია, რომ ეს მათი მხრი­დან არ არის სწო­რი საქ­ცი­ე­ლი. ჩემი კონ­ცერ­ტე­ბი ხომ სიყ­ვა­რულ­ზეა. ის არას­დროს შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ტი­კას – ეს ჩემ­თვის პრინ­ცი­პუ­ლი სა­კი­თხია. ისი­ნი ამით მხო­ლოდ მე კი არ მიკ­რძა­ლა­ვენ მსმე­ნელ­თან და მა­ყუ­რე­ბელ­თან შეხ­ვედ­რას, მა­ყუ­რე­ბელ­საც უკ­რძა­ლა­ვენ მო­უს­მი­ნოს ჩემს მუ­სი­კას. თუმ­ცა არი­ან სხვა არ­ტის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მღე­რი­ან და დაე, იმ­ღე­რონ.

– რას ამ­ბო­ბენ თქვე­ნი მსმე­ნე­ლე­ბი, გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი?

– ახლა სოცქსე­ლე­ბის დროა… არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამის გამო აღელ­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან და ემო­ცი­ებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ხა­ტა­ვენ. თუმ­ცა არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ასე­ვე წე­რენ იმას, რომ თით­ქოს მე გამ­ყიდ­ვე­ლი ვარ! არა­ვინ და არა­ფე­რი გა­მი­ყი­დია. მაგ­რამ ახლა სუ­ბი­ექ­ტუ­რი დროა, რთუ­ლია ობი­ექ­ტუ­რი გან­სჯა.

– რა იქ­ნე­ბა შემ­დეგ­ში? რო­დის დამ­თავ­რდე­ბა ომი? რო­გორ იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­ში ყვე­ლა­ფე­რი?

– ჩემი სურ­ვი­ლია, სი­ტყვა კონ­ფლიქ­ტი სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობ­დეს… სა­ერ­თოდ, ნე­ბის­მი­ე­რი კონ­ფლიქ­ტი ადრე თუ გვი­ან მთავ­რდე­ბა და მერე უკვე შე­მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნე­ბის საქ­მეა, რომ გა­ცი­ე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ქვეყ­ნებს შო­რის და­ათ­ბოს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მხო­ლოდ სი­ლა­მა­ზე, სიყ­ვა­რუ­ლი გა­და­არ­ჩენს სამ­ყა­როს. ასე რომ, ვფიქ­რობ, რა­ღაც მო­მენ­ტში შე­მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნე­ბი აი­ღე­ბენ ისევ ხელ­ში ინი­ცი­ა­ტი­ვას, ყვე­ლა­ფე­რი და­ა­ლა­გონ.

– რო­დის? – ამა­ზე პა­სუ­ხი არ გაქვთ?

– ბევრ ანა­ლი­ტი­კურ სტა­ტი­ას ვკი­თხუ­ლობ, ვი­ღა­ცე­ბის აზ­რით, ომი დიდ­ხანს გაგ­რძელ­დე­ბა, ვი­ღა­ცე­ბის აზ­რით, სწრა­ფად დას­რულ­დე­ბა. სა­ერ­თოდ, ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის აზრი არას­დროს ემ­თხვე­ო­და რე­ა­ლო­ბას…

– რას ეტყო­დით ჩვენს მკი­თხველს?

– სა­ი­და­ნაც და­ვი­წყეთ სა­უ­ბა­რი, იქი­დან გა­ვაგ­რძე­ლებ. მკი­თხველს ვუ­სურ­ვებ ნო­დარ დუმ­ბა­ძის პერ­სო­ნა­ჟე­ბის პო­ზი­ტი­უ­რი გრძნო­ბე­ბით ცხოვ­რე­ბას. ისეთ სიყ­ვა­რულს, სი­კე­თეს,

წყარო: AMBEBI.GE

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *