“ექიმმა მითხრა მაქსიმუმ რამდენიმე კვირა იცოცხლებსო. ამის შემდეგ, ცრემლები მომდის, ლოცვებს ვკითხულობ და უცებ ვიგრძენი, რომ უკნიდან რაღაც მაგრად ჩამეხუტა და გაქრა. დავხურე ეს წიგნი, მოვიხედე და აღარ იყო დედა ცოცხალი…გარდაცვალებამდე მოვასწარი და ვაზიარე. სახე შეეცვალა, პატარა გოგოს, რომ ვარდისფერი ლოყები აქვს, ისეთი იყო” – ლაშა გურგენიძე დედის გარდაცვალების უმძიმეს პერიოდს იხსენებს

მსახიობი ლაშა გურგენიძე “ია ფარულავას კონვერტში” დედაზე საუბრობს და მის გარდაცვალებას იხსენებს.

მსახიობი საუბრობს, რომ დედა-შვილს შორის არსებული კავშირი მარადიულია და მას სიკვდილიც ვერაფერს დააკლებს.

“როგორც აღმოჩნდა, დედამ სიმსივნე დიდი ხნით ადრე შეამჩნია, თუმცა არ ამბობდა და მალავდა. ტკივილები რომ დაეწყო, მერე უკვე იძულებული გახდა, რომ ეთქვა. დავიწყეთ მკურნალობა, თუმცა ძალიან დაგვიანებული იყო. ოპერაციის მერე მეტასტაზები უფრო გავრცელდა. გარდაცვალებამდე იმაზე წყდებოდა გული, რომ ჭერის გარეშე გტოვებ და ისე მივდივარო. იმდენად მძიმედ იყო, რომ წყალსაც ვერ სვამდა. კოვზით ვასმევდი.

ბოლო სამი თვე თვალებით ვეკონტაქტებოდი. ვხვდებოდი, რომ ყავა უყვარდა, თვალებით მაგებინებდა. ექიმი მოდიოდა ყოველდღე და საფენებს უცვლიდა. ვკითხე, რამდენ ხანს იცოცხლებს მეთქი. მიჭირს ამის თქმა, მაგრამ მაქსიმუმ რამდენიმე კვირაო. ამის შემდეგ, ცრემლები მომდის, ლოცვებს ვკითხულობ და უცებ ვიგრძენი, რომ უკნიდან რაღაც მაგრად ჩამეხუტა და გაქრა. დავხურე ეს წიგნი, მოვიხედე და აღარ იყო დედა ცოცხალი… ყველაზე მეტად ის ფაქტი მახარებს, რომ გარდაცვალებამდე მოვასწარი და ვაზიარე. სახე შეეცვალა, პატარა გოგოს, რომ ვარდისფერი ლოყები აქვს, ისეთი იყო, ფერი დაუბრუნდა. მხოლოდ ერთხელ დამესიზმრა და კიდევ მინდა ეს მოხდეს. ეს ისეთი კავშირია, დედა-შვილის, რომ სიკვდილიც ვერ დააშორებს”, – საუბრობს ლაშა გურგენიძე.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *