“ძალიან კარგი ბიჭია, ბადრისთან ხშირად ვსაუბრობ, ხვიჩას ვუსურვებ რომ…” – კახი კალაძე იტალიის ჩემპიონატის ოფიციალურ გვერდს კვარაცხელიას შესახებ ესაუბრა

“ძალიან კარგი ბიჭია, ბადრისთან ხშირად ვსაუბრობ, ხვიჩას ვუსურვებ რომ…” – კახი კალაძე იტალიის ჩემპიონატის ოფიციალურ გვერდს კვარაცხელიას შესახებ ესაუბრა

კახი კალაძე იტალიის ჩემპიონატის ოფიციალურ გვერდს კვარაცხელიას შესახებ ესაუბრა.

“ხვიჩა ძალიან კარგი ბიჭია. ბადრისთან ხშირად ვსაუბრობ და ის უნიკალური ადამიანია. სანამ ნაპოლიში გადავიდოდა, კლუბის ხელმძღვანელობასთან კონტაქტი მქონდა და მათ ვუთხარი თუ როგორ საოცარ ადამიანთან ჰქონდათ საქმე. ცოტა ხნის შემდეგ დამირეკეს და მადლობა გადამიხადეს. საქართველოში უამრავი ბავშვი ფეხბურთელობაზე ოცნებობს და ხვიჩა მათთვის მისაბაძი მაგალითია. ის საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მინდა ვუსურვო უფრო ცნობილ კლუბში გადასვლა, რათა ჩემპიონთა ლიგა მოიგოს და ოცნება აიხდინოს” – ამბობს კალაძე კვარაცხელიას შესახებ.

ეს კი ინტერვიუ სრულად.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *