ახალგაზრდა მასწავლებლის ცხედარი მაშველებმა ამწუთებში ამოიყვანეს. ის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების, ქულბაქისა და ჩქუმის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერის ჩამოწოლის დროს იმ ავტომობილში იმყოფებოდა, რომელიც ჩამოშლილმა მასამ ქვეშ მოიყოლა. გარდაცვლილია გელა ლიპარტელიანი, ადგილობრივი სკოლის მასწავლებელი.
შემთხვევა სწორედ იმ დროს მოხდა, როცა ლიპარტელიანი მიდიოდა სოფელ ჩქუმში, სადაც დღეს გაკვეთილები უნდა ჩაეტარებინა. ის სოფელ ისუნდერში ცხოვრობდა.
არსებული ინფორმაციით ქულბაქისა და ჩქუმის დამაკავშირებელ გზაზე ზვავი გუშინ ჩამოწვა და 200-ამდე ადამიანი გარე სამყაროს მოწყვეტილია.
Post Views: 3,980