სპალეტი ხვიჩას ამის გამოსწორებისკენ მოუწოდებს – მწვრთნელმა “უდინეზესთან” მატჩის წინ კვარას შესახებ ისაუბრა

სპალეტი ხვიჩას ამის გამოსწორებისკენ მოუწოდებს – მწვრთნელმა “უდინეზესთან” მატჩის წინ კვარას შესახებ ისაუბრა

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „უდინეზესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ხვიჩას შესახებაც ისაუბრა.

„კვარა დიდებული, გასაოცარი და ლაღი ფეხბურთელია, ის მაფალ დონეს აჩვენებს, მისი ასაკის მიუხედავად. ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი და როცა ამას გააკეთებს, სუპერფეხბურთელი გახდება.

ვგულისხმობ დაცვით ფაზას, სალერნიტანასთან გაშვებული გოლის მომენტში ის ბურთის ზონაში იყო, მაგრამ თავი უკეთ უნდა დაეცვა, როდესაც საკუთარ საჯარიმოში ხარ, ისე უნდა ითამაშო, როგორც მცველმა.” – განაცხადა მწვრთნელმა

Leave a Comment