ნაპოლის ბოსმა კვარას მომავალი დაგეგმა – ცნობილია რას უპირებს დე ლაურენტისი ქართველ ფეხბურთელს

ნაპოლის ბოსმა კვარას მომავალი დაგეგმა – ცნობილია რას უპირებს დე ლაურენტისი ქართველ ფეხბურთელს

ფრანგულმა სააგენტო Lequotidiendusport-მა ხვიჩას საინტერესო სტატია მიუძღვნა:

“კვარაცხელია ნაპოლიში, ბევრისთვის უცნობი ქართული გუნდიდან, დინამო ბათუმიდან გადავიდა, მალევე ის ევროპული გრანდების მთავარი სამიზნე გახდა. მან სერია ა-ში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა, აგრეთვე, ვიქტორ ოსიმენთან ერთად საოცარი დუეტი შექმნა. ის არის 22 წლის ბიჭი, რომელსაც მოედანზე საოცრებების კეთება შეუძლია, სწორედ ამიტომ ევროპის წამყვანი გუნდები მისი შეძენით ინტერესდებიან. მიუხედავად ამისა, აურელიო დე ლაურენტისს ყველაფერი.

მას შემდეგ, რაც კვარამ ნაპოლისთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა, მისი ხელფასი 5 მილიონი ევრო გახდა. ნაპოლის პრეზიდენტს დიდი იმედი აქვს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას კიდევ ერთი სეზონით შეინარჩუნებს და შემდეგ მის 100 მილიონ ევროდ გაყიდვას შეძლებს. აი, სწორედ ეს ჩანაფიქრი აქვს დე ლაურენტისს, მას სურს, რომ კვარაცხელია 2024 წელს შესაძლო ფასებიდან ყველაზე ძვირად გაასხვისოს.” – წერია სტატიაში.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *