“კვარა ამაზე ნაკლებ ფასად არ გაიყიდება” – ნაპოლის მიმართვა გრანდებს

“კვარა ამაზე ნაკლებ ფასად არ გაიყიდება” – ნაპოლის მიმართვა გრანდებს

იტალიური გამოცემების მიერ გაჟღერებული ცნობებიდან ვიგებთ, რომ კვარათი “პსჟ”, “რეალი” და “ლივერპული” არიან დაინტერესებულნი.

რა თქმა უნდა, არსებული მდგომარეობის შესახებ “პარტენოპეიშიც” იციან. როგორც მოარული ხმები გვაუწყებენ, ნეაპოლელები საგანგებო ზომების მიღებასაც აპირებენ და ხვიჩას მალე ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ.

მიუხედავად ამისა, მაინც არსებობს შესაძლებლობა, “ნაპოლი” კვარას მოსალოდნელზე ადრე შეელიოს. ეს მაშინ მოხერხდება, თუ სამხრეთ იტალიაში 100 მილიონი ევროს ღირებულების წინადადებას მიიღებს.

იმ შემთხვევაში, თუ ხვიჩას მსურველი “ნაპოლის” 100 მილიონზე ნაკლებ თანხას შესთავაზებს, წინადადება ავტომატურად დაიბლოკება.

წყარო : Footballnews.ge

Leave a Comment