ბონუსები ხვიჩას – რა თანხას გადაუხდის დამატებით ნაპოლი კვარას, როცა მომავალში გოლს გაიტანს

ბონუსები ხვიჩას – რა თანხას გადაუხდის დამატებით ნაპოლი კვარას, როცა მომავალში გოლს გაიტანს

ხვიჩა კვარაცხელიამ “ნაპოლისთან” კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება გადაწყვიტა. ეს ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ დადასტურდა, Tuttomercatoweb-მა კი დღეს ახალი დეტალები გაგვაცნო.

“აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტს, მამუკა ჯუღელს შეხვდა და ახალ კონტრაქტთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ამცნო.

“პარტენოპეი” კვარას ხელშეკრულებას კიდევ 1 წლით, 2028 წლის ივლისამდე გაუხანგრძლივებს. ქართველი გარემარბის ანაზღაურება 2.5 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ ხვიჩას კონტრაქტში ჩაიდო საბონუსე სისტემაც. ბონუსების სახით, ხვიჩა დამატებით თანხას მიიღებს, თუ “ნაპოლი” სერია ა-ს ან ჩემპიონთა ლიგას მოიგებს. ბონუსებია გათვალისწინებული გატანილი გოლებისთვისაც,” – იუწყება იტალიური ვებსაიტი.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *