კვარას ახალი ანაზღაურება ცნობილია

კვარას ახალი ანაზღაურება ცნობილია

„ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისთან“ კონტრაქტს 2028 წლამდე, უკეთესი პირობებით გაახანგრძლივებს“, – ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე ნეაპოლური კლუბი მოლაპარაკებებს გასული წლის დეკემბრის შემდეგ ახორციელებს.

„მოლაპარაკებების პირველი ეტაპი შობის პერიოდში გაიმართა, მეორე და მესამე რაუნდი დე ლაურენტისთან ერთად 17 აპრილიდან გასულ კვირამდე მიმდინარეობდა. ამბავი კარგად მიმდინარეობს და დასასრული, ამ ეტაპზე, აშკარაა – „კვარას“ „ნაპოლისთან“ ურთიერთობა დიდი ხნით ექნება.

კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი ამჟამად 2027 წლამდე, ხელფასი კი 1.4 მილიონი ევრო აქვს. „ნაპოლის“ გეგმის მიხედვით, ქართველი 2028 წლამდე გაახანგრძლივებს, ხელფასი კი გაცილებით მაღალი, 2,5 მილიონი ევრო, ექნება“, – აღნიშნულია იტალიური მედიის განცხადებაში.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *