ცნობილი ესპანური გამოცემის Mundo Deportivo-ს ცნობით, მადრიდის “რეალს” ხვიჩა კვარაცხელია მოსწონს, მაგრამ “ნაპოლი” ქართველ გარემარბს ძვირად აფასებს.
წყაროს ცნობით, აურელიო დე ლაურენტისი კვარაცხელიაზე შემოთავაზებებს ამ ზაფხულს მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ ის 150 მილიონ ევროს აღემატება.
“ბლანკოსს” კვარა მოსწონს მაგრამ ამ თანხის გადახდას არ აპირებს.
უახლოეს პერიოდში ნეაპოლური გუნდი 22 წლის გარემარბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს.
Post Views: 4,652