კვარაცხელია დე ლაურენტისის გადაწყვეტილებას ელოდება – რას წერს იტალიური გამოცემა Il Mattino

კვარაცხელია დე ლაურენტისის გადაწყვეტილებას ელოდება – რას წერს იტალიური გამოცემა Il Mattino

ხვიჩა კვარაცხელია და მისი გარემოცვა ელოდება, თუ როდის გადაწყვეტს ნაპოლის ბოსი, აურელიო დე ლაურენტისი კონტრაქტის შესახებ დალაპარაკებას.

ამის შესახებ ინფომაციას იტალიური გამოცემა Il Mattino ავრცელებს.

“კვარას და დე ლაურენტისის შეხვედრა დღის წესრიგში არაა, თუმცა ფეხბურთელის განეტი მამუკა ჯურელი დარწმუნებულია რომ დე ლაურენტისის შეწუხება საჭირო არაა და ნაპოლის ბოსი თავად გადაწყვეტს სულ მალე კონტრაქტის გახანგრძლივებას” – წერს გამოცემა.

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნაპოლიმ შესაძლოა კვარაცხელიას წლური ანაზღაურება 1.2 მილიონი ევროდან 4 მილიონამდე გაზარდოს.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *