საქართველოს ნაკრების შემადგენლობა კვიპროსის წინააღმდეგ ცნობილია

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა კვიპროსის წინააღმდეგ ცნობილია

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი კვიპროსისა და საქართველოს ნაკრებებს შორის დღეს გაიმართება.

გთავაზობთ სავარაუდო შემადგენლობას, თუ როგორი 11-ეულით გამოვა ნაკრები მოედანზე.

როგორც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა თქვა, ხვალინდელ მატჩს ძირითად შემადგენლობაში გიორგი მამარდაშვილი დაიწყებს.

სავარაუდოდ, ძირითადში იქნება ჟორჟ მიქაუტაძეც, რომელიც ლიგა 2-ის ბომბარდირი გახდა.

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი

მცველები: ოთარ კაკაბაძე, საბა კვერკველია, გურამ კაშია, ლუკა ლოჩოშვილი, ირაკლი აზაროვი

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი, ოთარ კიტეიშვილი, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია.

თავდამსხმელები: ჟორჟ მიქაუტაძე

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *