ნაპოლის მწვრთნელის წარმოუდგენელი სიტყვები კვარაცხელიას შესახებ – რა თქვა რომასთან მატჩამდე კალცონამ

ნაპოლის მწვრთნელის წარმოუდგენელი სიტყვები კვარაცხელიას შესახებ – რა თქვა რომასთან მატჩამდე კალცონამ

რომასთან მატჩამდე ნაპოლის მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ პრესკონფერენცია გამართა.

პრესკონფერენციაზე კალცონამ კვარაცხელიას და ოსიმენის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და ორივე ფეხბურთელზე თქვა, რომ განსაკუთრებულები არიან.

“ორივე ფეხბურთელი ბუნებამ განსაკუთრებული უნარებით დააჯილდობა.

მათ შეუძლიათ ოქროს ბურთის მოგება, მაგრამ საამისოდ რაღაც კომპონენტები უნდა გააძლიერონ. მწვრთნელები ყველანი მათ გვერდით ვართ.

კვარაცხელიაც და ოსიმენიც ბრწყინვალე ფიზიკური მონაცემების პატრონები არიან და ამასთან ერთად ტექნიკურებიც. მათი გაწვრთნა ფანტასტიკურია” – ამბობს კალცონა.

Leave a Comment