ახლა მათ გვერდით იქნებოდა – რას წერს გიორგი შაქარაშვილის დედა

ახლა მათ გვერდით იქნებოდა – რას წერს გიორგი შაქარაშვილის დედა

ევროპის U21 ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების უდიდესი წარმატების ფონზე (ჩვენმა გუნდმა თავისი ჯგუფი მოიგო და 1/4-ფინალში ვითამაშებთ), ჟურნალისტმა ლაშა ბაბუხადიამ სოციალურ ქსელში 2020 წლის 18-19 ივნისის ღამით დრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი გაიხსენა.

ბაბუხადიას პოსტზე შაქარაშვილის დედამ, თამუნა შალვაშვილმა ემოციური კომენტარი დაწერა:

„მადლობას გიხდი,ლაშა,გიოს გახსენებისთვის, ის ნამდვილად იქნებოდა ამ ნიჭიერი ბიჭების გვერდით!“, – წერს ის.

შაქარაშვილი სწორედ იმ თაობის ერთ-ერთი უნიჭიერესი წარმომადგენელი იყო, რომელიც ახლა ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინავს. ის „საბურთალოს“ გუნდის წევრი იყო. 2020 წელს შაქარაშვილი ასაკობრივ ნაკრებშიც გამოიძახეს.

„გახსოვთ გიორგი შაქარაშვილი?
ის ხვიჩა კვარაცხელიას, ზურიკო დავითაშვილის, გიორგი გოჩელეიშვილის და სხვა 21 წლამდელთა ნაკრების ვარსკვლავების თანაგუნდელი იყო და ყველაზე ნიჭიერი მთელს გუნდში..
შაქარა ახლა ის ამ ვარსკვლავური ნაკრების წამყვამი ძალა უნდა იყოს.
ვინ დაივიწყებს ასეთი ვარსკვლავთბიჭუნის მკვლელობას?
ვუყურებ მატჩებს დიდი სიყვარულით და ამხელა წარმატება სიგიჟემდე მიხარია, მაგრამ მაშინვე ორი ამხელა სინანულის განცდა და წუხილი შემომაწვება რომ მორცხვი, უნიჭიერესი ფეხბურთელი შაქარა აქ უნდა იყოს და ხალხის სიყვარულს უნდა იღებდეს ცოცხლად…“, – წერს ლაშა ბაბუხადია სოციალურ ქსელში.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *