კვარაცხელიას ერთ-ერთმა აგენტმა, ჯენარო დი ნარდომ რადიო Kiss Kiss Napoli-სთან საუბრისას ის ადგილი დაასახელა, რომელიც ხვიჩას ნეაპოლში ყველაზე მეტად უყვარს.
„ხვიჩას ძალიან უყვარს იტალიური სამზარეულო. ასევე, მან თავისი ქვეყნის სამზარეულოს დაგემოვნებაც მირჩია და მართლაც შესანიშნავია. ასევე, უყვარს ზღვა, განსაკუთრებით ნეაპოლის ერთი მხარე, კერძოდ, პოზილიპო და ვამჩნევ, რომ ძალიან მოხიბლულია ჩვენი ქალაქის მომხიბლავი პანორამებით. რაც დრო გადის, უფრო მეტად ვხედავ, რომ ამ ქალაქთან ინტეგრირებული ხდება, ძალიან მშვიდია და აცნობიერებს რას აკეთებს.
Post Views: 6,005