კიდევ ვიმეორებ ! – ნაპოლის ბოსმა კვარას შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

კიდევ ვიმეორებ ! – ნაპოლის ბოსმა კვარას შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

იტალიური მედიის თანახმად, ნაპოლის ქართველი შემტევის ტრანსფერით ნიუკასლი სერიოზულად დაინტერესდა.

Il Mattino-ს ცნობით ინგლისური კლუბი მზადაა ახალგაზრდა შემტევის სანაცვლოდ 90 მილიონი ევრო გადაიხადოს – როგორც ჩანს, არაბ მფლობელებს სანდრო ტონალის შემდეგ, იტალიიდან კიდევ ერთი ვარსკვლავის დამატება სურთ.

თავის მხრივ, იწერება, რომ ნაპოლის პრეზიდენტი ამ ეტაპზე ხვიჩას ტრანსფერს საერთოდ არ განიხილავს და ქართველი მომდევნო სეზონსაც იტალიურ გუნდში გაატარებს.

“კიდევ ვიმეორებ, კვარა და ოსიმენი ნაპოლიში დარჩებიან” – ციტირებს დე ლაურენტისის სიტყვებს ერთ-ერთი იტალიური გამოცემა.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *