ნიუკასლი 100 მილიონს იხდის – წავა თუ არა კვარა ნაპოლიდან ? კრისტიან ძაკარდოს განცხადება

ნიუკასლი 100 მილიონს იხდის – წავა თუ არა კვარა ნაპოლიდან ? კრისტიან ძაკარდოს განცხადება

ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირების სურვილს აქტიურად გამოთქვამს ნიუკასლი, რომელიც შემადგენლობის გაძლიერებას კიდევ უფრო მასშტაბურ დონეზე გეგმავს.

როგორც დაიწერა, “კაჭკაჭები” ქართველ ფეხბურთელში 90-100 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ და აურელიო დე ლაურენტისს წინადადებით სულ მალე მიმართავენ.

ამის შესახებ Goal Italia-მ შეკითხვა იმ ადამიანს დაუსვა, რომელმაც კვარას ნეაპოლურ ტრანსფერში უდიდესი წვლილი შეიტანა. აი, რა თქვა კრისტიან ძაკარდომ კვარაცხელიასა და ნიუკასლის შესახებ:

“ამაზე საუბარი არ მინდა. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მან გასულ სეზონში ბრწყინვალედ იასპარეზა, ახლა კი დაცდა და მოვლენებზე დაკვირვებაა საჭირო. არ მსურს, რომ ამ საქმეში გავერიო.” – განაცხადა ძაკარდომ

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *