“სხვა შემთხვევაში ეს უნდა გაითვალისწინო” – რა უთხრა ნაპოლის ბოსმა კვარას აგენტს

“სხვა შემთხვევაში ეს უნდა გაითვალისწინო” – რა უთხრა ნაპოლის ბოსმა კვარას აგენტს

ნაპოლისა და სპალის ამხანაგურ შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის აგენტი მამუკა ჯუღელიც ესწრებოდა, რომელმაც კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან გარკვეულ საკითხებზე ისაუბრა.

როგორც იტალიურ მედიაში დაიწერა, პირველი და უმთავრესი ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტს შეეხებოდა, რაზეც მხარეებმა ბოლო დეტალები მოაგვარეს. უდიდესი ალბათობით, კვარა ნაპოლისთან ხელშეკრულებას 2028 წლამდე განაახლებს და ხელფასიც გაუორმაგდება.

რაც შეეხება მეორე თემას, ის ქართველი ფეხბურთელების ნაადრევად აღმოჩენას უკავშირდებოდა. როგორც დაიწერა, დე ლაურენტისი გიორგი კვერნაძის ფროზინონეში გადასვლით უკმაყოფილო დარჩა, რადგან მისადმი ინტერესს ნაპოლიც იჩენდა, ახლა კი კლუბის პრეზიდენტს სურს, რომ სხვა ქართველი ტალანტების შესახებ ინფორმაცია ადრეულ ეტაპზევე მიიღოს ხოლმე, რაშიც მას სწორედ მამუკა ჯუღელის იმედი აქვს.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *