პრემიერლიგის გუნდი კვარას არ ეშვება – ხვიჩას შეძენა ინგლისურ გრანდს სურს

კვარას პირველი ასისტი – რა შეფასება მიიღო 10-ქულიანი სისტემით ხვიჩამ სასუოლოსთან მატჩში

ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიმ სასუოლო 2-0 ანგარიშით დამაარცხა. კვარა შეხვედრაში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო და საგოლე გადაცემა შეასრულა.

ხვიჩას იდეალური პასი გოლად ჯოვანი დი ლორენცომ გარდაქმნა.

მატჩში პირველი გოლი ვიქტორ ოსიმენმა თერთმეტმეტრიანით გახსნა.

სტატისტიკის უცხოურმა გვერდმა “სოფასკორმა” კვარას თამაში 10-ქულიანი სისტემით 7.4 ქულით შეაფასა, რაც გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.

საუკეთესო ფეხბურთელად მეორე გოლის ავტორი ჯოვანი დი ლორენცო გახდა. კაპიტანმა 8.2 ქულა დაიმსახურა.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *