“ამაში დარწმუნებული ვიყავი” – რა თქვა ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა საქართველოს შესახებ

“ამაში დარწმუნებული ვიყავი” – რა თქვა ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა საქართველოს შესახებ

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:7 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ კომენტარი ესპანელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ გააკეთა.

“შედეგში დარწმუნებული ვიყავი, დამაჯერებლები ვიყავით და მთელი მატჩის განმავლობაში დამაჯერებლად ვიყავით. ამ მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ და შედეგიც სახეზეა. პირდაპირ რომ ვთქვათ, საქართველოს ნაკრებს ისეთი ნაკრების წინააღმდეგ მოუწია თამაში, რომელიც ძალიან მოტივირებული იყო და მხოლოდ მოგება სურდა, ამიტომ ამით არაფერი იცვლება და ვფიქრობ, საქართველოს მაინც ძალიან კარგი ნაკრები ჰყავს” – ამბობს ესპანელთა თავკაცი.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *