ოფიციალურად : “ნაპოლის” ვარსკვლავი და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ტოვებს – დე ლაურენტისმა მის ნაცვლად ახალი ფეხბურთელი მოიყვანა

ოფიციალურად : “ნაპოლის” ვარსკვლავი და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ტოვებს – დე ლაურენტისმა მის ნაცვლად ახალი ფეხბურთელი მოიყვანა

იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა ნაპოლიმ ფრანკფურტის აინტრახტიდან იესპერ ლინდსტრიომი დაიმატა. ტრანსფერი ნეაპოლელებმა ოფიციალურად დაადასტურეს.

დანიელმა ფეხბურთელმა ნაპოლისთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, აინტრახტმა კი 25 მილიონი ევრო მიიღო. სკანდინავიელმა გარემარბმა “აძურიში” ირვინგ ლოსანო უნდა შეცვალოს, რადგან მექსიკელი კლუბს ტოვებს.

ლოსანო კარიერას პსვ ეინდჰოვენში გააგრძელებს, ეს უკვე გადაწყვეტილია. ის ნიდერლანდურ კლუბში ნაპოლიში გადასვლამდეც თამაშობდა. რაც შეეხება ლინდსტრიომს, მან კარიერა სამშობლოში, ბრონდბიუს რიგებში დაიწყო, 2021 წლიდან კი აინტრახტში გამოდიოდა, რომლის მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 80 მატჩში 14 გოლი მიითვალა. დანიის ნაკრებში იესპერს ჯერ მხოლოდ 10-ჯერ აქვს ნათამაშები და 1 გოლი გაიტანა.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *