“შენი სტილი ყველამ შეისწავლა, ამიტომ ერთ რჩევას მოგცემ” – ლეგენდარული ფეხბურთელის რჩევა კვარაცხელიას

“შენი სტილი ყველამ შეისწავლა, ამიტომ ერთ რჩევას მოგცემ” – ლეგენდარული ფეხბურთელის რჩევა კვარაცხელიას

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ფაბიო კანავარომ კვარაცხელიას რჩევა მისცა :

“ხვიჩამ უნდა გაითვალისწინოს და გამოიყენოს წინა სეზონის მეორე ნახევრის გამოცდილება. იმისთვის, რომ ახალ ეტაპზე გავიდეს, თავისი თამაში უნდა გაამარტივოს. როდესაც იტალიაში კვარაცხელიას თამაშში გაერკვნენ, მასთან უფრო მჭიდროდ დაიწყეს თამაში.

ასეთ დროს არ არის საჭირო, ბურთი იქამდე ათრიო, სანამ დაკარგავ. უმჯობესია, მარტივი პასი გააკეთო, თავად კი თანაგუნდელს სხვა პოზიციაზე გაეხსნა. თუკი ამას შეძლებს, მნიშვნელოვან წინსვლას გააკეთებს. ხვიჩა არის ფეხბურთელი, რომელიც განსხვავებებს ქმნის”. – განაცხადა კანავარომ.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *