„ნინო სუხიშვილი დავნიშნოთ საქართველოს ნაკრების მწვრთნელად. იქნებ, გვეშველოს“ – მერაბ მეტრეველი

„ნინო სუხიშვილი დავნიშნოთ საქართველოს ნაკრების მწვრთნელად. იქნებ, გვეშველოს“ – მერაბ მეტრეველი

ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილების ვარჯიშზე გადაღებული ვიდეო, სადაც ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი მოცეკვავებს შენიშვნას აძლევს, საყოველთაო განხილის მიზეზი გახდა. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ნინო სუხიშვილი მოცეკვავეებს ზედმეტად მკაცრად ექცევა და შეურაცხყოფს, ნაწილს კი მიაჩნია, რომ სწორედ ამ სიმკაცრის დამსახურებითაა სუხიშვილების ბალეტი მსოფლიოში ცნობილი.

„როგორც თქვენი პოსტებიდან მივხვდი, სიმკაცრე ყოფილა წარმატების მთავარი საფუძველი და გამოვდივარ წინადადებით ნინო სუხიშვილი დავნიშნით საქართველოს ნაკრების მწვრთნელად.

იქნებ, გვეშველოს. 

P. S. სახეობა თქვენ აირჩეთ. ბოლო დროს ყველგან ჩასვრილი გვაქვს“ – წერს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში. 

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *