“იმ ხარისხით როგორც თამაშობს, ჯობია დაისვენოს.. მისი ქომაგი ვარ თუმცა..” – რას წერენ იტალიელი გულშემტკივრები კვარაცხელიას შესახებ

“იმ ხარისხით როგორც თამაშობს, ჯობია დაისვენოს.. მისი ქომაგი ვარ თუმცა..” – რას წერენ იტალიელი გულშემტკივრები კვარაცხელიას შესახებ

იტალიური მედია იუწყება, რომ ხვიჩა კვარაცხლიას ვირუსი აქვს და შესაძლოა ჩემპიონთა ლიგაზე, “ბრაგას” წინააღმდეგ ვერ ითამაშოს.

აღნიშნულს Calcionapoli.it-ის გვერდზე იტალიელი ქომაგები ეხმაურებიან და კომენტარებს წერენ. გთავაზობთ მათ თარგმანს.

“იმ ხარისხით როგორც თამაშობს, ჯობია დაისვენოს, მისი დიდი ქომაგი ვარ თუმცა ხანდახან მისი გამუდმებიტ დრიბლინგი გამაღიზიანებელია. თავის თავზე თამაში უყვარს”

“ეს შესაძლოა მისთვის კარგიც იყოს”

“მიეცით ლინდსრომს შანსი, ეს ბიჭი გერმანიაში დაფრინავდა”

“თუ ასეა ჯობია დაისვენოს”

“ბევრ რამეზე უნდა დაფიქრდეს, არ შეიძლება გამუდმებით გამწვავებაზე ფიქრი, როცა შეგიძლია მარტივი გადაცემით საგოლე პასი გააკეთა. მასთან სულ 2-3 მცველია” – წერენ იტალიელები.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *