ხვიჩამ მოედანი განაწყენებულმა დატოვა – რას წერს იტალიელი ჟურნალისტი

ხვიჩამ მოედანი განაწყენებულმა დატოვა – რას წერს იტალიელი ჟურნალისტი

იტალიელმა ჟურნალისტმა სალვატორე ბიაცომ კვარაცხელიას შესახებ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ხვიჩამ “კალიარისთან” გამარჯვების შემდეგ მოედანი განაწყენებულმა დატოვა.

“კვარამ გოლი გაიტანა, კარგად ითამაშა, თუმცა მოედანი მაინც განაწყენებულმა და იმედგაცრუებულმა დატოვა. კვარა არავისზე ნაწყენი არ არის, ის თავის თავზეა იმედგაცრუებული რომ უკეთესად ვერ ითამაშა. კვარა არის ის ფეხბურთელი, რომელიც არასოდეს არ ნებდება და ყველა თამაშზე მაქსიმუმის გაკეთება სურს” – განაცხადა ჟურნალისტმა.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *