“შევეცდები, მოკლედ მოგიყვეთ რისი გარკვევაც შევძელით”– ცოფიანი ძაღლის მიერ გაკაწრულ ბავშვზე მოქალაქე პოსტს ავრცელებს

“შევეცდები, მოკლედ მოგიყვეთ რისი გარკვევაც შევძელით”– ცოფიანი ძაღლის მიერ გაკაწრულ ბავშვზე მოქალაქე პოსტს ავრცელებს

ცოფიანი ძაღლის მიერ გაკაწრულ ბავშზვზე სოციალურ ქსელში მოქალაქე ნინო ჯიბლაძე პოსტს ავრცელებს.

“მაღალი საზოგადო ინტერესის გამო, შევეცდები მოკლედ მოგიყვეთ ის, რისი გარკვევაც ამ ეტაპზე შევძელით.

ჩვენი თანამშრომელი, რომელიც მუშაობს აგს “კოსმონავტის” მენეჯერად ასეთ ინფორმაციას ფლობს:

გალფის მიმდებარედ, დაახლოებით 200-300 მეტრში არის ხილ-ბოსტნეულის მაღაზია. ამ მაღაზიის მახლობლად ცხოვრობდა მიუსაფარი ძაღლი, რომელსაც მეპატრონეები კარგად იცნობდნენ და უვლიდნენ.
დაახლოებით 14-16 დღის წინ ამ ძაღლმა გაკაწრა ბავშვი. როგორც მაღაზიის პატრონი ჰყვება, ბავშვი მშობლებმა მაშინვე აცრეს. მას მერე კიდევ მივიდნენ მშობლები ხილ-ბოსტნეულის მაღაზიაში და კითხულობდნენ ძაღლის ამბავს. 4 დღის წინ ძაღლი მაღაზიის მეპატრონემ იპოვა მკვდარი და გადაწყვიტა ექსპერტიზის ჩატარება. ექსპერტიზის დასკვნით, ძაღლს დაუდგინდა ცოფი. მას მერე მაღაზიის მეპატრონე ვერ დაუკავშირდა ბავშვის ოჯახს და ახლაც ეძებს მათ.
სულ ეს არის, ჯერ რაც გავარკვიეთ. ყველა სიახლეს მოგაწვდით რასაც გავიგებთ.
ყველა ძალას ვხმარობთ, დავადგინოთ ოჯახის ვინაობა. სამწუხაროდ, გალფის კამერები იმდენად შორს არის მომხდარი ადგილიდან, რომ ჩვენი კამერები ვერ წვდება მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიას. – წერს სოციალურ ქსელში ნინო ჯიბლაძე.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *