“ჩავწერო და დააჯარიმონ?! ამას არც თავად იზამს. ეს უნდა გაითვალისწინოთ. იმედი მაქვს, ახალი კონტრაქტის შემდეგ, რაღაცები შეიცვლება” – რას ამბობს ქართველი ჟურნალისტი კვარაცხელიას შესახებ

“ჩავწერო და დააჯარიმონ?! ამას არც თავად იზამს. ეს უნდა გაითვალისწინოთ. იმედი მაქვს, ახალი კონტრაქტის შემდეგ, რაღაცები შეიცვლება” – რას ამბობს ქართველი ჟურნალისტი კვარაცხელიას შესახებ

სპორტული ჟურნალისტი, საბა საპანაძე, რომელიც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებთან საკმაოდ დაახლოებული პირია, ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს. როგორც მან აღნიშნა, ბევრი ეკითხება, რატომ არ წერს ინტერვიუებს ხვიჩა კვარაცხელიასთან.

„კვარას აქვს „ნაპოლისთან“ კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც, მედიასთან ყველა სახის კომუნიკაცია ეკრძალება. ჩავწერო და დააჯარიმონ?! ამას არც თავად იზამს. ეს უნდა გაითვალისწინოთ. იმედი მაქვს, ახალი კონტრაქტის შემდეგ, რაღაცები შეიცვლება ამ ინტერვიუს პუნქტებთან დაკავშირებით, მაგრამ დღესდღეობით, მისი მედია უფლებები „ნაპოლის“ ეკუთვნის. თავის სურვილზე არ არის დამოკიდებული, ამას პრობლემები მოჰყვება,“ – ამბობს საბა საპანაძე.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *