დე ლაურენტისმა ფეხბურთელებს დაურეკა და მძიმე საუბარი შედგა – ცნობილია ნაპოლის ბოსის სიტყვები

დე ლაურენტისმა ფეხბურთელებს დაურეკა და მძიმე საუბარი შედგა – ცნობილია ნაპოლის ბოსის სიტყვები

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ვიდეოზარით ტორინოსთან მარცხის შემდეგ ფეხბურთელებს დაურეკა და გუნდში არსებული პრობლემები განიხილეს.

მედია იუწყება, რომ საუბარი საკმაოდ მძიმე და ხმამაღალი იყო.

ფეხბურთელებთან გასაუბრების შემდეგ დე ლაურენტისმა გუნდის მწვრთნელს დაურეკა და მოსთხოვა სიტუაციის გამოსწორება.

ანგარიშით გაბრაზებული ვალტერ მაძარი კი გასახდელში ჩავიდა და ფეხბურთელებს მკაცრად უბრძანა სიტუაციის გამოსწორებისკენ.

როგორც ცნობილია, “ნაპოლის” ვარჯიშზე სიჩუმე იყო. ფეხბურთელები უხასიათოდ იყვნენ და ასე ვარჯიშობდნენ.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *