კვარა სათადარიგოზე ინტერთან ? მოურინიო ნაპოლიში ? – ნახეთ ბოლო ცნობები კვარაცხელიასა და ნაპოლის შესახებ

კვარა სათადარიგოზე ინტერთან ? მოურინიო ნაპოლიში ? – ნახეთ ბოლო ცნობები კვარაცხელიასა და ნაპოლის შესახებ

ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი ხვალ 23:00 საათზე იტალიის სუპერთასის შეხვედრაში მილანის “ინტერს” დაუპირისპირდება.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ პრესკონფერენცია გამართა, თუმცა კვარას შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხვიჩა შესაძლოა ინტერის წინააღმდეგ სათადარიგო სკამზე აღმოჩენილიყო. ამის მიზეზი კი ქართველის გადაღლილობა სახელდებოდა.

მაძარის რაიმე სახის ცვლილება არ დაუანონსებია და უნდა ვივარაუდოთ, რომ ქართველი კვლავ ძირითად შემადგნელობაში იქნება.

The Times წერს, რომ “რომას” ყოფილი მწვრთნელი ჟოზე მიურინიო მომავალ კვირას ნაპოლის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს შეხვდება.

პორტუგალიელ სპეციალისტს ჯერ არ სურს ევროპული ფეხბურთის დატოვება და საუდის არაბეთის გუნდიც უარით გაუსტუმრა.

დიდი შანსია, მოურინიო ნაპოლის მთავარ მწვრთნელად ვიხილოთ.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *