“მამაჩემს რომ კვარაცხელიას თამაში ენახა…” – დიეგო მარადონას შვილის გულახდილი პასუხი

“მამაჩემს რომ კვარაცხელიას თამაში ენახა…” – დიეგო მარადონას შვილის გულახდილი პასუხი

დიეგო მარადონას შვილმა, დიეგო მარადონა უმცროსმა “Kiss Kiss Napoli”-ს ინტერვიუ მისცა, სადაც გუნდის ტრანსფერები განიხილა და კვარაცხელიას შესახებაც გააკეთა კომენტარი.

“მომწონს ნაპოლის მოქმედება სატრანსფერო ბაზარზე. მაძოკი, დენდოკერი და ტრაორე კარგი ფეხბურთელები არიან. დრო დაგვჭირდება რომ გავიგოთ როგორ მოერგებიან ნაპოლის. ვინ მოეწონებოდა მამაჩემს ნაპოლიდან ცოცხალი რომ იყოს ? რა თქმა უნდა ეს ხვიჩა კვარაცხელიაა. დიეგოს უყვარდა ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ბურთთან მეგობრობენ და ამიტომაც კვარა მას ძალიან მოეწონებოდა. ხვიჩა ხომ შესანიშნავი ფეხბურთელია” – განაცხადა ინტერვიუში მარადონა უმცროსმა.

წყარო : KissKissNapoli.it

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *