ცნობილი იტალიური გამოცემა Calciomercato კვარაცხელიას კონტრაქტის შესახებ წერს.
გამოცემა იუწყება, რომ დე ლაურენტისმა უკვე რამდენიმე დღეა კვარაცხელიას ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზა.
ახალი ხელშეკრულების მიხედვით ხვიჩას ხელფასი სამმაგდება, თუმცა როგორც გამოცემა იუწყება, ხვიჩას აგენტს არა თუ 3 ან 4 მილიონი ევრო, არამედ 7 ან 8 მილიონი სურს წლიურად ანაზღაურება ფეხბურთელისთვის.
ჯერ-ჯერობით მხარეები კომპრომისებზე ვერ მიდიან და კონტრაქტის გაუმჯობესებაც დროში იწელება.
Post Views: 3,996