“ძალიან მწყდება გული რომ..” – რას ამბობს ნაპოლის ყოფილი კაპიტანი კალიდუ კულიბალი კვარას შესახებ

“ძალიან მწყდება გული რომ..” – რას ამბობს ნაპოლის ყოფილი კაპიტანი კალიდუ კულიბალი კვარას შესახებ

იტალიურმა Repubblica-მ ნაპოლის ყოფილ მცველთან და გუნდის ლიდერთან, კალიდუ კულიბალისთან ინტერვიუ ჩაწერა.

სენეგალელმა ფეხბურთელმა საინტერესო საკითხები მიმოიხილა და ყველაფერთან ერთად ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას სახელიც ახსენა:

“ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ნაპოლიდან ცუდ დროს წავედი და სკუდეტოს ზეიმის შეგრძნება ხელიდან გავუშვი. სიმართლე გითხრათ, მე ასე არ მიმაჩნია, რადგან ბედისწერის მჯერა და ვფიქრობ, რომ ყველაფერი სწორად და თანმიმდევრულად გავაკეთე.”

“მიუხედავად ამისა, მაინც არის ერთი ფაქტორი, რაც ჩემს გულისწყვეტას იწვევს, ეს კი ხვიჩა კვარაცხელიას გვერდით თამაშის შესაძლებლობის ხელიდან გაშვებაა.” – თქვა კალიდუ კულიბალიმ

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *