კვარას რეალი, პსჟ, ბარსელონა და მანჩესტერ იუნაიტედი აკვირდება – თუ დე ლაურენტისი ამას არ გააკეთებს…

კვარას რეალი, პსჟ, ბარსელონა და მანჩესტერ იუნაიტედი აკვირდება – თუ დე ლაურენტისი ამას არ გააკეთებს…

ნეაპოლური გამოცემა Il Mattino ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს.

მათი ინფორმაციით, კვარაცხელიას მიმართ ინტერესი არსებობს რეალის, პსჟ-ს, მანჩესტერ იუნაიტედისა და ბარსელონას მხრიდანაა.

შესაბამისად, დე ლაურენტისს მოუწევს არჩევანის გაკეთება – ხელფასის გაზრდა ქართველისთვის ან ხვიჩას გაყიდვა.

თავად კვარაცხელიას ნაპოლიში სურს დარჩენა და ნაპოლი მისთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტულია. ამ სიტყვებს “გაძეტა დელო სპორტი” ავრცელებს.

ნაპოლის ბოსისგან კვარა და მისი აგენტი ზარს ელოდებიან, რათა ქართველმა ის ღირსეული ანაზღაურება მიიღოს, რასაც იმსახურებს.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *