ცნობილია სად ითამაშებს კვარაცხელია მომდევნო სეზონში – Gazzeta ქართველი ვარსკვლავის შესახებ წერს

ცნობილია სად ითამაშებს კვარაცხელია მომდევნო სეზონში – Gazzeta ქართველი ვარსკვლავის შესახებ წერს

იტალიური გამოცემა “გაძეტა დელო სპორტი” ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის მომავლის შესახებ წერს, თუ სად ითამაშებენ მომდევნო სეზონში ნაპოლის ვარსკვლავები.

“ოსიმენი ზაფხულში გუნდს დატოვებს. ლაურენტისმა ოსიმენის გამოსასყიდ თანხად 130 მილიონი ევრო მიუთითა, რაც პსჟ-სთვის და ჩელსისთვის მისაღები თანხაა.

ორივე გუნდი მზად იქნება გამოსასყიდი თანხა სრულიად გადაიხადოს. ნაპოლი კი უკვე ეძებს ვიქტორის შემცვლელს. ერთ-ერთი ვარიანტი კი ‘ლილი’ თავდამსხმელი ჯონათან დავიდია.

რაც შეეხება კვარაცხელიას, სეზონის ბოლოს კონტრაქთან დაკავშირებული პრობლემები საბოლოოდ მოგვარდება და კვარაცხელია გუნდთან ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს.

ეს კი გუნდისთვის ბევრ რამეს ნიშნავს და ეცდებიან ნაპოლიში ხვიჩას გარშემო ააწყონ გუნდი” – წერს გამოცემა.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *